Sunday, June 7, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  მოვაწესრიგეთ ჩვენი ტორპფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების დამხმარე რესურსებს.

Saturday, June 6, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო.ბლოგის გვერდზე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა,თუმცა მე ვერ შევძელი,რადგან youtube-ze  ინტერნეტის მოხმარება იყო შეზღუდული.

prezentacia

Saturday, May 30, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია.

დღეს შევისწავლეთ: ინფორმაციის მოპოვება და საავტორო უფლებების დაცვა. ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე,რომელიც განვათავსეთ ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Tuesday, May 26, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე იყო ძალიან საინტერესო,სლაიდის სახით შევქმენით ჩვენი პროექტის  პრეზენტაცია და განვათავსეთ ბლოგზე

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Monday, May 25, 2015

ჩემი პროექტის იდეა

სპორტული თამაშები, უძველესი დროიდან დღემდე,დიდ ინტერესს იწვევს მონაწილეთა და მაყურებელს შორის.ძველ დროში ეს იყო ერთ-ერთი საშუალება,რითიც შეეძლოთ მეფეებს,იმპერეტორებს და ბელადებს  თავისუფალ დროს გართობა.სპორტის სხვადასხვა სახეობაში იწვრთნებოდნენ ათლეტები და მათი სპორტული აქტივიბებით ერთობოდა მაყურებელი.ამ საკითხთან დაკავშირებით,მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ,იკვლევენ ინფორმაციას და ფაქტებს,ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე.

მიზნები და ამოცანები


  • მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ამოცნობას კულტურული სფეროდან,უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარებას
  • აკვირდება და ამოიცნობს მოძიებულ მასალაში მოცემულ კულტურის,სოციოკულტურის რეალიებს.
  • პოულობენ მოძიებულ შესწავლილ მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსება-განსხვავებებს,(მაგ.როგორი იყო ოლიმპიადა ძველად და როგორია ახლა)
  • იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი (რატომ იმართებოდა ოლიმპიური თამაშები?)
  • გააკეთონ პრეზენტაცია და განათავსონ ბლოგზე.

მიმართულების მიმცემი კითხვები


  • ზოგადი კითხვები:



  • საიდან წარმოიშვა სიტყვა ოლიმპიადა?
  • რომელი სპორტის სახეობა იღებდა მონაწილეობას წარსულში და რომელი დღეს?
  • როდის იმართება ოლიმპიური თამაშები?






  • თემატური კითხვები:
  • რა განსხვავებაა უძველესს ოლიმპიურ თამაშებსა და დღევანდელ ოლიმპიურ თამაშებს შორის?
  • რა არის ამ თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები გლობალურ სივრცეში?



  • შინაარსობრივი კითხვები:    
  • ქონდა თუ არა მნიშვნელობა,რომელი სქესის და ქვეყნის წარმომადგენელი ათლეტი ჩაერთვებოდა ოლიმპიურ თამაშებში?
  • რა იყო ჯილდო გამარჯვებული ათლეტისთვის?

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;

·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;



სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·           გრამატიკული, ლექსიკური ცოდნ;
·           მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·           უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·           ტექსტის სახეების და მათი მხასიათებლების ცოდნა;
·           წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·           სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·           ენობრივი უნარ-ჩვევები;
·           სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·           ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·           ინდივიდუალურ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·           ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·           კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·           პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·           ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
·           უცხოური ენების სწავლის სურვილი.

Sunday, May 17, 2015

მისწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები.


  • მოსწავლეები შეძლებენ:
  • მოიძიონ ინფორმაცია უძველესს და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე.
  • შეადარონ,იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი ოლიმპიურ თამაშებზე.
  • მოამზადონ პრეზენტაცია და განათავსონ ბლოგზე.

Saturday, May 9, 2015

პირველი დღის რეფლექსია

მასალა და ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.შევისწავლეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბება.ასევე შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ძირითადი საფეხურები და შევქმენით ახალი ბლოგი.