Monday, May 25, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

 ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;

·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;



სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·           გრამატიკული, ლექსიკური ცოდნ;
·           მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·           უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·           ტექსტის სახეების და მათი მხასიათებლების ცოდნა;
·           წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·           სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·           ენობრივი უნარ-ჩვევები;
·           სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·           ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·           ინდივიდუალურ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·           ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·           კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·           პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·           ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
·           უცხოური ენების სწავლის სურვილი.

No comments:

Post a Comment