Saturday, May 30, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია.
დღეს შევისწავლეთ: ინფორმაციის მოპოვება და საავტორო უფლებების დაცვა. ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე,რომელიც განვათავსეთ ბლოგზე.
Tuesday, May 26, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
დღე იყო ძალიან საინტერესო,სლაიდის სახით შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და განვათავსეთ ბლოგზე
Monday, May 25, 2015
ჩემი პროექტის იდეა
სპორტული თამაშები, უძველესი დროიდან დღემდე,დიდ ინტერესს იწვევს მონაწილეთა და მაყურებელს შორის.ძველ დროში ეს იყო ერთ-ერთი საშუალება,რითიც შეეძლოთ მეფეებს,იმპერეტორებს და ბელადებს თავისუფალ დროს გართობა.სპორტის სხვადასხვა სახეობაში იწვრთნებოდნენ ათლეტები და მათი სპორტული აქტივიბებით ერთობოდა მაყურებელი.ამ საკითხთან დაკავშირებით,მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ,იკვლევენ ინფორმაციას და ფაქტებს,ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე.
მიზნები და ამოცანები
- მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ამოცნობას კულტურული სფეროდან,უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს შედარებას
- აკვირდება და ამოიცნობს მოძიებულ მასალაში მოცემულ კულტურის,სოციოკულტურის რეალიებს.
- პოულობენ მოძიებულ შესწავლილ მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსება-განსხვავებებს,(მაგ.როგორი იყო ოლიმპიადა ძველად და როგორია ახლა)
- იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი (რატომ იმართებოდა ოლიმპიური თამაშები?)
- გააკეთონ პრეზენტაცია და განათავსონ ბლოგზე.
მიმართულების მიმცემი კითხვები
- ზოგადი კითხვები:
- საიდან წარმოიშვა სიტყვა ოლიმპიადა?
- რომელი სპორტის სახეობა იღებდა მონაწილეობას წარსულში და რომელი დღეს?
- როდის იმართება ოლიმპიური თამაშები?
- თემატური კითხვები:
- რა განსხვავებაა უძველესს ოლიმპიურ თამაშებსა და დღევანდელ ოლიმპიურ თამაშებს შორის?
- რა არის ამ თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები გლობალურ სივრცეში?
- შინაარსობრივი კითხვები:
- ქონდა თუ არა მნიშვნელობა,რომელი სქესის და ქვეყნის წარმომადგენელი ათლეტი ჩაერთვებოდა ოლიმპიურ თამაშებში?
- რა იყო ჯილდო გამარჯვებული ათლეტისთვის?
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბ) უცხოური ენის სწავლების
მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო
განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და
საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს
თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
·
განუვითარდეს პლურილინგვური
კომპეტენცია;
·
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ
ენაზე;
·
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
·
ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·
განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების
უნარი;
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·
გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
·
მართლწერისა
და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·
უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·
ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
·
წერის, მოსმენის,
კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·
სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·
ენობრივი უნარ-ჩვევები;
·
სტრატეგიული
უნარ-ჩვევები;
·
ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა
და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·
ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·
ენობრივ-კულტურული
კუთვნილების განცდა;
·
კულტურული გარემოს
თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·
პოზიტიური დამოკიდებულება
როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·
ინტერესი უცხო სამყაროს
მიმართ;
·
უცხოური ენების სწავლის
სურვილი.
Sunday, May 17, 2015
მისწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები.
- მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ ინფორმაცია უძველესს და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე.
- შეადარონ,იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი ოლიმპიურ თამაშებზე.
- მოამზადონ პრეზენტაცია და განათავსონ ბლოგზე.
Saturday, May 9, 2015
პირველი დღის რეფლექსია
მასალა და ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.შევისწავლეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბება.ასევე შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ძირითადი საფეხურები და შევქმენით ახალი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)